რეზონანსი
04.10.2017

 (რეზონანსი) ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი შედგა საქართველოს პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი შედგა საქართველოს პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის. ცხადია, შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა იმ ორ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია საკონსტიტუციო ცვლილებებთან და საზოგადოებამ უკვე კარგად იცის. საკონსტიტუციო საკითხებხე საქართველოს პრეზიდენტი კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან აგრძელებს", - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, "უახლოეს დღეებში პრეზიდენტის და მისი გუნდის მხრიდან არ დააკლდება მცდელობები იმ მოქმედებებს, რომ უფრო მეტად იყოს დაახლოებული პოზიციები".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×