რეზონანსი
05.10.2017

 (რეზონანსი) ე.წ. ციანიდის საქმის მასალების მედიაში გავრცელების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დაცვის მხარის გამოკითხვა გრძელდება.

დღეს თბილისის მთავარ პროკურატურაში 13:00 საათზე დეკანოზ გიორგი მამალაძის კიდევ ერთი ადვოკატი, გიორგი ფანცულაიაა დაბარებული.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე 3 ოქტომბერს გამოძიება 374-ე მუხლით დაიწყო.

დეკანოზის კიდევ ერთი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში გუშინ იმყოფებოდა. თუმცა მას გამოძიებისთის ჩვენება არ მიუცია და განაცხადა, რომ კითხვებს პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით გასცემს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×