რეზონანსი
05.10.2017

 (რეზონანსი) პოლიციამ რუსთავში, 12 წლის გოგონას მიმართ ძალადობისა და ცემის ფაქტზე ბრალდებული პირი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტი რუსთავის XIX მიკრო რაიონში ორი დღის წინ დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით, რუსთავში, 12 წლის გოგონას 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ძალადობის განხორციელების მიზნით, თავს დაესხა.

გოგონა სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას უცნობი მამაკაცი სახლთან თავს დაესხა და სარდაფში ძალით ჩაიყვანა. ყვირილზე მეზობლები გამოვიდნენ, რის შემდეგაც თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

როგორც შსს-ში ამბობენ, საქმე სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით არის აღძრული, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×