რეზონანსი
05.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის სამუშაო შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხებზე სავარაუდოდ დღეს გაიმართება. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

შეხვედრის ზუსტი დრო და დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.

საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციებს როგორც ოპოზიციათან, ისე საპარლამენტო უმრავლესობასთან გრძელდება.

26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×