(რეზონანსი) თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისშვილი „ქართული ოცნების" კანდიდატ კახა კალაძეს სატელევიზიო დებატებში კიდევ ერთხელ იწვევს. ამის შესახებ ელისაშვილმა ფეისბუქზე ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„ჩემს ძირითად და მთავარ კონკურენტს „ქართული ოცნებიდან" კახი კალაძეს შევთავაზე, რომ პირდაპირ ეთერში, ნებისმიერ ტელევიზიაში დებატებში დაჯდომა. გაურკვეველი მიზეზებით უარი მივიღე. კახი კალაძე ნამდვილად, უდავოდ საქართველოს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტცმენია. მართლა ვგულშემატკივრობდი ყოველთვის, კიევის დინამოში და მილანშიც. მისი თამაშის ყურებისას ღამეები მითენებია. ძალიან ამაყი ვიყავი როდესაც ვუყურებდი, რომ ასეთი ქართველი თამაშობდა. მე კიდევ, მთელი ცხოვრება თბილისი პრობლემების კვლევით ვარ დაკავებული. კახის, რომ ჩემთვის ფეხბურთში შეჯიბრი შემოეთავეზებინა, რა თქმა უნდა უარს ვიტყოდი. ერთი წამითაც არ დავუშვებდი, რომ მას სტადიონზე შევჯიბრებოდი. მაგრამ მე ფეხბურთელობას არ ვაპირებ და კახი თბილისის მერობას აპირებს.
„მიუხედავა იმისა, რომ კახი კალაძეს ასეთი მასშტაბური კამპანია აქვს. მიუხედავად იმისა, ჩემო კახი, რომ ყველა ბილბორდი შენ გაქვს, ყველა სახლზე, ყველა ბოძზე. მე ასეთი ფული არ მაქვს. მე არც მილიარდელი მეგობარი მყავს, არც ადმინისტრაციული რესურსი მაქვს, ტიპებიც ისე მეჩხერათ გადის აქა იქ. ამის მიუხედავა დემოკრატიას ერთი ძალინ მნიშვნელოვანი პრინციპი აქვს, რომ აუცილებებლია მერობის კანდიდატები ერთმანეთს ტელე დებატებში შეხვდნენ. ძალიან იაფი ინსტრუმენტია. იქ თანაბარი მოცემულობაა. ვინ უფრო მდიდარია, ვინ უფრო ღარიაბია არააქვს მნიშნველობა. ხოდა გიწვევ დეპატებში. ნებისმიერ სატელევიზია დებატებში დავჯდეთ თბილისზე ვიდებატოთ და მერე პირობას გაძლევ, რომ აირჩიე სტადიონი და ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთში შეგეჯიბრები. ამისა სრული პასუხიმსგებლობით ვამბობ. ველოდები დეოპატების ადგილს და ველოდები სტადიონს", - ნათქვამია მიმართვაში.
ელისაშვილმა კალაძე დებატებში 3 ოქტომბერსაც გამოიწვია.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება