(რეზონანსი) "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის მიერ დებატებში მიწვევას პასუხობს და აცხადებს, რომ ელისაშვილი მისის მთავარი კონკურენტი არ არის.
"ჩვენ დებატებში ვმონაწილეობთ, ამის პრობლემა "ქართულ ოცნებას" არ გააჩნია, ამის პრობლემა კახა კალაძეს არ გააჩნია. ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი - ჩემი მთავარი კონკურენტია ის პრობლემები, ის ტკივილი და წუხილი, რომელიც დღეს ქალაქს აწუხებს. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ვმართო ქალაქი და როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება - დებატები იქნება თუ სხვა მიმართულება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ", - განაცხადა კალაძემ.
ელისაშვილმა კალაძე უკვე მეორეთ, დებატებში ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ დროს მიიწვია.