რეზონანსი
05.10.2017

 (რეზონანსი) სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სექტემბერში 15-მდე სკოლის ბუფეტი შეამოწმა.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტეს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სასკოლო დაწესებულებებში კვების ობიექტების შემოწმება განახლდა. ასევე მიმდინარეობს გადამოწმება, რამდენად ასრულებენ სკოლის სასადილოები მიცემულ რეკომენდაციებს.

გასულ თვეში შემოწმებული 15-მდე სკოლის კვების ობიექტიდან დროებით მხოლოდ ერთი ობიექტი დაიხურა, თუმცა რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ სამუშაო საქმიანობა კვლავ განახლებულია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯამში, 494 სკოლის სასადილო შემოწმდა. შემოწმების პროცესში 3 სკოლის კვების ბლოკში აღინიშნა სხვადასხვა შეუსაბამობები, რის გამოც მათ შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიცემული რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ კი, სამივე ბიზნესოპერატორმა საქმიანობა განაახლა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×