რეზონანსი
05.10.2017

 (რეზონანსი) პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძის განცხადებით, საპატრიარქო ე.წ. ციანიდის საქმეზე მოწმეთა ჩვენებების გასაჯაროებასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებს.

პროტოპრესვიტერის თქმით, განცხადება ოფიციალურად გაკეთდება, თუმცა როდის, ეს არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლოების ვიდეომასალების მასმედიით გასაჯაროებაზე პროკრატურამ გამოძიება დაიწყო.

აღნიშნულზე პროკურატურაში დაკითხვაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები, მიხეილ რამიშვილი და გიორგი ფანცულაია იმყოფებოდნენ. თუმცა ორივე მათგანმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

თბილისის პროკურატურაში ხვალ კიდევ ერთი ადვოკატი მია ზოიძეა დაბარებული, თუმცა არსებული ინფორმაციით ჩვენების მიცემას არც ის გეგმავს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×