რეზონანსი
05.10.2017

 (რეზონანსი) შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2006 წლის პირველ აპრილამდე აღებული მართვის მოწმობები 2018 წლის პირველი იანვრიდან იურიდიულ ძალას დაკარგავს.

მათივე ინფორმაციით, ვადის გასვლის შემდეგ ახალი მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება საჭირო არ არის. საჭიროა მხოლოდ ჯანმრთელობის ცნობის და 15 ლარიანი ქვითრის მომსახურების სააგენტოს ფილიალებში წარდგენა.

რაც შეეხება 2006 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე აღებულ მართვის მოწმობებს, მათ იურიდიულ ძალა 2028 წლის პირველ სექტემბრამდე აქვთ.

2014 წლიდან დაბეჭდილ მართვის მოწმობებში კი მოქმედების კონკრეტული ვადა იწერება, რომლის ამოწურვის შემდეგ დოკუმენტი უნდა განაახლოთ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×