რეზონანსი
05.10.2017

 (რეზონანსი) „პირდაპირ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. აბაშიძე-კარასინი არ არის პოლიტიკური ფორმატი, ჟენევის ფორმატიც ერთი და იმავე საკითხებზე ტივტივებს და ახალი არაფერი ხდება. დეპუტატების დონეზე უნდა მოხდეს დიალოგი" , - რუსეთში მეორედ ვიზიტის დეტალებზე „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვლმა „ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერის და თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, რუსეთში ქართველი დეპუტატების ვიზიტი უმნიშვნელოვანესია,რადგან პარლამენტის წევრებსაც აქვთ პასუხისმგებლობა,რომ რაღაც ეტაპიდან დაიწყონ ტერიტორიულ მთლიანობაზე ზრუნვა.

„არავითარ „შეძრომაზე" და საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ღალატი არ არსებობს. გამოჩნდა ფანჯარა იმისათვის,რომ რუსულმა მხარემაც დააფიქსიროს აზრი. შეგვიძლია საქართველოში ჩამოვიტანოთ გზავნილები, რაც ამ დიალოგის პროცესში იქნება გამოხატული. სამხედრო ძალით რომ არ შეგვიძლია მოგება ფაქტია. ბოკერიას იდეოლოგიური წნეხისგან უნდა გავთავისუფლდეთ, თითქოს დიალოგი არის ღალატი" , - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×