(რეზონანსი) „პატრიარქს ახლაც არ მოსწონს ეს ყველაფერი, მაგრამ არ ვიცი ვინ ითვალისწინებს და ვინ არა ამას. უწმინდესმა თხოვა სოსო ოხანაშვილს,რომ არ დაეტოვებინა ის და დაეცვა ბოლომდე. მისი გაშვების გადაწყვეტილება პატრიარქს არ მიუღია" , - ამის შესახებ საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა წარმომადგენელმა ტატო შავშიშვილმა, „რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.
როგორც საპატრიარქოს წარმომადგენელმა აღნიშნა, დეკანოზ მამალაძის დაკავება და ეს საქმე ბურუსით არის მოცული. ტატო შავშიშვილი გერმანიაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის ჩასვლაზეც საუბრობს.
„ფაქტია,რომ მზაკვრობასთან და სიბინძურესთან გვაქვს საქმე. ჩვენ არ ვექვემდებარებოდით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, გვეგონა რომ შსს-ს პირი ჩამოვიდოდა, მაგრამ რატომღაც ჩუბინიძე ჩამოვიდა. ჩემთვისაც გასაკვირი იყო როდესაც ოხანაშვილი საქართველოში გამოუშვეს და პატრიარქთან უკან ჩასვლაზეც უარს ეუბნებოდნენ. თუ საფრთხის ქვეშ ვიყავით, არ შეიძლებოდა,რომ დაცვის უფროსი არ ყოფილიყო დასაცველ სუბიექტთან, პროტოკოლითაც ასეა" , - განაცხადა ტატო შავშიშვილმა.