რეზონანსი
05.10.2017

 (რეზონანსი) ე.წ. ციანიდის საქმის კიდევ ერთი ადვოკატი მაია ზოიძე თბილისის პროკურატურაში დაიბარეს. უფლებადამცველი საგამოძიებო უწყებაში ხვალ, 13:00 საათზე უნდა მივიდეს. პროკურატურამ ძიება „შაბათის კურიერში" შორენა თეთრუაშვილის ჩვენების გასაჯაროვების შემდეგ დაიწყო.

ამავე საქმეზე საგამოძიებო უწყებაში დაბარებული იყვნენ დეკანოზის სხვა ადვოკატებიც. მიხეილ რამიშვილმა საგამოძიებო უწყებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. უფლებადამცველმა განაცხადა, რომ ის მზად არის ჩვენება მისცეს საქმესთან დაკავშირებით, თუმცა არა საგამოძიებო უწყებაში, არამედ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით.

ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა მამა გიორგი მამალაძის კიდევ ერთმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ. მან თბილისის პროკურატურის შენობა ისე დატოვა, რომ გამომძიებლების კითხვებს არ უპასუხა. ადვოკატი ჩვენებების გასაჯაროების საქმეზე მოწმის სტატუსით იყო დაბარებული. ის აცხადებს, რომ არც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით აპირებს ჩვენების მიცემას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×