რეზონანსი
05.10.2017

 (რეზონანსი) ევროკავშირმა ამერიკული კომპანია „Amazon"-ი 250 მილიონი ევროთი, 293 მილიონი დოლარით დააჯარიმა. ევროკომისიის თქმით, კორპორაცია გადასახადების გადახდას თავს არიდებდა. ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში, მარგარეტ ვესტაგერმა აღნიშნა, რომ ლუქსემბურგის ხელისუფლებამ „Amazon"-ს უკანონო საგადასახადო შეღავათები დაუწესა.

ვესტაგერის განმარტებით, „Amazon"-მა შეთანხმების შედეგად, არასამართლიანი საგადასახადო სარგებელი მიიღო, რაც მას სხვა კომპანიებთან შედარებით, ნაკლები გადასახადის გადახდის შესაძლებლობას აძლევდა. საგადასახადო შეთანხმება ლუქსემბურგსა და „Amazon"-ს შორის 2003 წელს გაფორმდა.

„ჩვენი გადაწყვეტილება მინიშნებაა ყველა კომპანიისთვის, რომ მათ ევროპაში გადასახადები აუცილებლად უნდა გადაიხადონ" , - აცხადებს ევროკომისარი.

ევროკომისიამ ამერიკული კორპორაცია „Apple"-ი 13 მილიარდი ევროთი დააჯარიმა ირლანდიის ხელისუფლების სასარგებლოდ. გამოძიებით დადგინდა, რომ ამერიკული კომპანია ირლანდიაში საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდა, რის გამოც კონკურენტებზე ნაკლებ გადასახადებს იხდიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×