რეზონანსი
05.10.2017

 (რეზონანსი)პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ვენეციის კომისიას კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებულ საკითხებს გააცნობს. როგორც ანა დოლიძემ „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტმა და ოპოზიციამ ე.წ ახალი შეთანხმება ჩამოაყალიბეს, რომელსაც უმრავლესობას სთავაზობენ. ესენია პირველ რიგში ბონუსების გაუქმება და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნება.

„მესამე იქნება 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი.

მეოთხე იქნება - ჩვენ ვთავაზობთ პრეზიდენტის ინსტიტუტის საკითხი გადაწყდეს მას შემდეგ, რაც საქართველოში ორპალატიანი პარლამენტი შეიქმნება" , - განაცხადა ანა დოლიძემ..

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასრულებული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ თანხმობის შემთხვევაში ე.წ. 5 პუნქტიანი დოკუმენტის ტრანსფორმირება ნაწილობრივ შესაძლებელია.

10 ოქტომბრამდე გაირკვევა, თუ რას ჩაწერს პრეზიდენტი მარგველაშვილი მოტივირებულ შენიშვნებში. 4 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ვენეციის კომისიაში შეხვედრებს მართავენ. 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×