რეზონანსი
06.10.2017

 (რეზონანსი) „ჩვენ ვთავაზობთ უმრავლესობას,რომ პრეზიდენტის არჩევის წესი გადაწყვიტოს მას შემდეგ, რაც საქართველოში შედგება ორპალატიანი პარლამენტი" , - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში იმ 4 პუნქტიან შეთანხმებაზე ისაუბრა,რომელიც პრეზიდენტმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივად მიიღეს. მისი თქმით, 4-დან 3 პუნქტზე საპარლამენტო უმრავლესობის აზრის ცნობილია და ეს საკითხები მათთვის მისაღებია.

„პრეზიდენტი შესთავაზებს უმრავლესობას კომპრომისულ 4 პუნქტიან შეთანხმებას. მათ შორის არის უმრავლესობის მოთხოვნილი საკითხები, ბონუსის აკრძალვა და ბლოკების დაშვება. მესამე საკითხი ასევე უმრავლესობის გაზიარებული იქნება, ესაა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მეოთხე პუნქტი ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს. ეს საკითხები არის პრეზიდენტის ვეტოს შეთავაზებული დოკუმენტი" , - განაცხადა ანა დოლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×