(რეზონანსი) განათლების მინისტრის მორიგი ინიციატივა სკოლებში მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური შესანახი კარადების მოწყობას უკავშირდება. ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, შესანახი კარადები ჩანთების წონის განსატვირთად ერთ-ერთი საშუალება იქნება.
„ზოგიერთ მოსწავლეს, ვისაც აქვს ამის საშუალება, შეუძლია წიგნები სახლიდან არ ატაროს სკოლაში, არამედ, შეინახოს კარადაში, რაც შეამსუბუქებს ჩანთის წონას. მთავარია, ყურადღება მივაქციოთ მშობლებმაც და პედაგოგებმაც, რომ მხოლოდ ახალი სახელმძღვანელოს გადაცემა პრობლემას არ მოაგვარებს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრის ინიცირებული კიდევ ერთი „ვაშლების პროექტი" უკვე მიმდინარეობს. ვაშლები პირველად თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს დაურიგდათ.