რეზონანსი
06.10.2017

 (რეზონანსი) „დღეს კანდიდატები ეჯიბრებიან ერთმანეთს ვინ უფრო ადრე შეწყვეტს „სითი პარკის" ხელშეკრულებას. ეს აბსურდია და ნიშნავს,რომ ამ ხალხმა მენეჯმენტი საერთოდ არ იცის. ჩამოვიყვან ავტომობილების ნაკადების მართვის სპეციალისტებს, იმათ,ვინც სტრასბურგი და ლონდონი დაგეგმა" , - ამის შესახებ მერობის კანდიდატმა და პოლიტიკური პარტია „ერთობა ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

გიორგი ვაშაძემ იუსტიციის სახლის პროექტზეც ისაუბრა,რომელიც მისი სახელისუფლებო გუნდში ყოფნის პერიოდში აშენდა და თითქოს საავტორო უფლებასაც მიაწერენ.

„ მე არ დამეძინა და არ დამესიზმრა იუსტიციის სახლის პროექტი. იუსტიციის სახლის საკუთრება ეკუთვნის საქართველოს და არა გიორგი ვაშაძეს. მე ვიყავი მენეჯერი გუნდის,რომელმაც ეს პროექტი შექმნა. იდეა ჩამოყალიბდა ბათუმში, ერთ ოთახში. ყველა რაიონში დავდიოდი და ჩემი ხელით ვალაგებდი არქივებს,რომ სისტემა აგვეწყო" , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×