რეზონანსი
06.10.2017

 (რეზონანსი) „პრობლემა არის ის, რომ ორივე მხარეს სურს ძალიან ბევრი, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ პოლიტიკური ძალები შეეცდებიან, მოთხოვნები შეამცირონ და ერთმანეთს უფრო მეტი შანსი და შესაძლებლობა მისცენ" , - ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი აცხადებს,რომ საკონსტიტუციო ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსი რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიისთვის ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუციაზე მუშაობის დროს კონსენსუსი აუცილებელია.

„ძალიან კარგად ვიცი, რომ ამის მიღწევა ძნელია, რთულია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ არ მოგვწონს, თუ კონსტიტუცია შეთანხმებული და მიღებულია მხოლოდ ერთი პარტიის მიერ. ეს არის პრობლემა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები და კონსტიტუცია კარგია, კონსენსუსის აუცილებლობა მაინც რჩება. კონსტიტუცია ყველასია, ხალხის კუთვნილებაა" , - განაცხადა ბუკიკიომ.

მისივე განცხადებით, ახალი კონსტიტუციის ტექსტი ძალიან კარგია. „ეს ტექსტი და ეს კონსტიტუცია ქართველი ხალხის ცხოვრებას გააუმჯობესებს. სამწუხაროა, რომ კონსენსუსი არ იყო. მე უნდა ვიყო ოპტიმისტი. მოდით, გამოვთქვათ იმედი, რომ სასწაული მოხდება" , - აღნიშნა ბუკიკიომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×