რეზონანსი
07.10.2017

 (რეზონანსი) მოსკოვში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო, 160 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ევაკუაცია განხორციელდა სავაჭრო ცენტრებსა და სადგურებში, ასევე სკოლებსა და ადმიისტრაციულ დაწესებულებებში

საგანგებო სიტუაციების სამსახურში, მთელი დღის განმავლობაში, 130-მდე ასეთი შეტყობინება შევიდა.

თითოეული შენობა კინოლოგებმა და გამნაღმველებმა დაათვალიერეს, თუმცა არც ერთ მათგანში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს მოსკოვის სხვადასხვა ადგილებიდან აფეთქებების საფრთხის შესახებ მიღებული შეტყობინებების გამო 20 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

რუსული მედიის ცნობით, რამდენიმე დღით ადრე საფრთხის შესახებ ანონიმური ზარების გამო ქვეყნის 22 ქალაქში 45 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×