რეზონანსი
07.10.2017

 (რეზონანსი) იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ვენეციის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა, რომ კონსტიტუციის პროექტი პროგრესულია.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას - მოაწერს თუ არა გიორგი მარგველაშვილი ხელს მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს, წულუკიანი აცხადებს, რომ თუ ვეტო დაიდება, საპარლამენტო უმრავლესობა მას დაძლევს.

„როგორიც უნდა იყოს პოლიტიკური პოზიცია ამა თუ იმ პოლიტიკოსის თუ პარტიისა, რეალობა არის ჯიუტი, რეალობა არის შემდეგი, ვენეციის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა, რომ კონსტიტუციის ეს პროექტი პროგრესულია, არის დადებითი და საბოლოოდ ასრულებს იმ ხარვეზიანი ტექსტის არსებობას, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს 2010 წელს მიღებული კონსტიტუცია ერქვა.

„რაც შეეხება ვეტოს, როგორც ჩანს პრეზიდენტი ამ უფლებას გამოიყენებს, ამაში მე ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. როგორც დაიდება ვეტო, ისე გადაილახება"- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×