რეზონანსი
07.10.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, წელს თბილისობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება. მისივე თქმით, წლევანდელი თბილისობის დღესასწაული ღონისძიებებით გაცილებით დატვირთულია.

"ყველა წელს თბილისობა გამორჩეული იყო, თუმცა წლევანდელი თბილისობა გამორჩეული იქნება ღონისძიებებით და იმ სიახლეებით, რომელიც წარმოდგენილია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წელს ჩვენი პარტნიორი და დაძმობილებული ქალაქების პავილიონებია წარმოდგენილი. გარდა ამისა, აღმაშენებლის გამზირზე საქართველოს ისტორიაში არსებული მარკების გამოფენა იქნება. ასევე რიყის ტერიტორიაზე ფრანების შოუ გაიმართება, აბანოთ უბანში გალა კონცერტი ჩატარდება, ტრადიციულად საპატიო თბილისელები დაჯილდოვდებიან.

„წელს სტუმრების უპრეცედენტო რაოდენობას ველოდებით. ამინდი კარგი გვაქვს და ყველანაირი წინაპირობაა იმისათვის, რომ დაუვიწყარი თბილისობა ვიზეიმოთ", - ამბობს თბილისის მერი.

მისივე თქმით, ყველა ღონისძიებაზე ერთ მილიონამდე ლარი დაიხარჯება, რაც 270 ათასი ლარით ნაკლებია, ვიდრე წინა წლის თბილისობის ბიუჯეტი.

„თბილისობასთან" დაკავშირებით დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ღონისძიებები მიმდინარეობს, რომელიც გვიან ღამამდე იქნება. ღონისძიებები დედაქალაქში ხვალაც გაიმართება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×