რეზონანსი
07.10.2017

 (რეზონანსი) თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 და 8 ოქტომბერს, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ევროპის მოედანსა და მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდზე ამსვლელ პანდუსზე,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

შესაბამისად, დროებით იცვლება ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები.

ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება კოტე აფხაზისა და თავისუფლების მოედნის გავლით. ხოლო ავტობუსები: N23, 59 და N95 ბარათაშვილის ქუჩას აღარ გაივლიან და მოძრაობას დაასრულებენ ზაარბრიუკენის მოედანზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×