რეზონანსი
07.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრას არ აპირებს, - ამის შესახებ კვირიკაშვილმა ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მინდა, ყველა თქვენგანი დავპატიჟო 2021 წელს, როდესაც ჩვენ რიკოთის უღელტეხილის ავტობანის ბოლო მონაკვეთს დავასრულებთ. მანამდე, ჩვენ უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, კენჭისყრას არ ვაპირებ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დაპირებები, რომლებიც გავეცით, აღსასრულებელია და ჩვენი გუნდი ამ მიმართულებით ძალიან ბევრს მუშაობს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×