(რეზონანსი) ქუთაისში, მშვიდობის ქუჩაზე მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ადგილობრივები, საცხოვრებელ კორპუსებთან, ავტოქარხნის ტერიტორიაზე მდებარე წიდას გადასამუშავებელი საწარმოს "ჯეო ინტერ ფრაისის" მუშაობას აპროტესტებენ.
მათი განმარტებით, საწარმოს მუშაობის დროს ქუჩები კვამლით და მტვერით იფარება, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
საპროტესტო აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" მერობის კანდიდატი გოგი წულაია შეუერთდა და ხელისუფლებას და საწარმოს ხელმძღვანელობას რეაგირებისკენ მოუწოდა.
საწარმო ,,ჯეო ინტერ ფრაისის" დაცვის უფროსი განცხადებით, დღეს არასამუშაო დღეა და კომენტარი საწარმოს მხრიდან ამ ეტაპზე ვერ გაკეთდება.