რეზონანსი
07.10.2017

 (რეზონანსი) ყირგიზეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი ტემირ ჯუმაკადიროვი ავარიის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ყირგიზეთის პრემიერის ადმინისტრაციის პრესცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯუმაკადიროვის სამსახურეობრივი ავტომობილი სატვირთო მანქანას შეეჯახა. ავარიას ვიცე-პრემიერი, მისი თანაშემწე ნურლან ჟამგირჩიევი და მძღოლი ემსხვერპლნენ.

სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×