რეზონანსი
07.10.2017

 (რეზონანსი) შეუძლებელია, ყველა ტელევიზიაში მიხვიდე და დებატები გამართო, ამიტომ, ვიფიქრეთ, რომ იქნებ საერთო პლატფორმა შეიქმნას - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.

"მე მაქვს ჩემი პროგრამა, მოსახლეობასთან ყოველდღიური დაგეგმილი შეხვედრები მაქვს და ამასთანავე, ყველა ტელევიზია, მერობის კანდიდატების დებატებს ითხოვს. შეუძლებელია ყველა ტელევიზიაში მიხვიდე და დებატები გამართო. ჯერ ერთი, არ არის საინტერესო ერთი და იგივე თემაზე, ერთი და იგივე დებატები განხორციელდეს. ასევე როცა ერთ ტელევიზიაში მიხვალ და მეორეში - არა, შეიძლება ვიღაცას აწყენინო.

„ამიტომ, ვიფიქრეთ, რომ იქნებ საერთო პლატფორმა შეიქმნას. შეიძლება რომელიმე ტელევიზიაში, შეიძლება ნეიტრალურ ტერიტორიაზე, შეიძლება არასამთავრობოებს ვთხოვოთ და დაგვეხმარონ, რომ ყველა ტელევიზიას ჰქონდეს შესაძლებლობა, მოვიდეს და შეკითხვა დასვას, რომელიც აინტერესებს. ასე არავის ვაწყენინებთ და დებატებიც შედგება. თუ ვერ მოხდა, მერე ვნახოთ, გადავწყვეტთ", - განაცხადა კალაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×