(რეზონანსი) ბათუმში, ფიროსმანის 13 ნომერში 40 წელს გადაცილებული ორი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.
სამშენებლო კომპანია „რეალ-პალასის" დამფუძნებლები, ჯუმბერ ზოიძე და ალექსანდრე ხიმშიაშვილი, ხიმშიაშვილის ძმამ, რამაზ ხიმშიაშვილმა დაჭრა.
ინციდენტი მათ ოფისში მოხდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ორივეს ცეცხლნასროლი ჭრილობები ბარძაყის არეში აქვთ მიყენებული. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანაშაულის მოტივი უცნობია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.