(რეზონანსი) დანიის პოლიციამ მოკლული შვედი ჟურნალისტის კიმ უოლის სხეულის ნაწილები იპოვა.
აკვალანგისტებმა კოპენჰაგენთან ახლოს მდებარე წყლებში ორი ჩანთა იპოვეს: ერთ-ერთ მათგანში სავარაუდოდ, ჟურნალისტის ცხედრის ნაწილები იყო, მეორეში - მისი ნივთები.
დანიელ გამომგონებელს პეტერ მედსენს, რომელსაც უოლის არაგანაზრახ მკვლელობაში ბრალს სდებენ, ვიდეო აღმოუჩინეს, სადაც ჩანს, ცოცხლად ქალს თავს როგორ აჭრიან.
ჟურნალისტი 10 აგვისტოს გაუჩინარდა. ის ბოლოს გამომგონებელ პიტერ მადსენთან ერთად წყალქვეშა გემზე შენიშნეს.
გემის ჩაძირვის შემდეგ, მხოლოდ გამომგონებლის გადარჩენა მოხერდა. რამდენიმე დღეში გაჩნდა ვერსია, რომ გემი თავად მედსენმა ჩაძირა, რათა მკვლელობის კვალი გაექრო.
გამომგონებელი ამ დრომდე აცხადებს, რომ ჟურნალისტის მკვლელობასთნ კავშირი არ აქვს.