რეზონანსი
07.10.2017

 (რეზონანსი) პარტია „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ მოსახლეობას თბილისობა რიყის პარკში მიულოცა. ბაქრაძეს თქმით, მისი სურვილია, თბილისს მომავალში ისეთი მერი ჰყავდეს, რომელიც დედაქალაქს კიდევ უკეთესს გახდის.

"ვინაიდან თბილისი მთელ საქართველოს ეკუთვნის, ამიტომ მთელ საქართველოს დღევანდელ დღესასწაულს ვულოცავ. ვისურვებ, რომ ჩვენ ქალაქს ისეთი მერი ჰყავდეს, რომელიც ჩვენთვის საყვარელ დედაქალაქს კიდევ უფრო უკეთესს გახდის. თბილისში თითოეულ ოჯახს ვუსურვებ, რომ მშვიდობა, სიკეთე, ბევრი ხალისიანი და ღიმილიანი დღე ჰქონდეთ", - განაცხადა ბაქრაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×