(რეზონანსი) კახა, უხერხულია დებატებიდან გაქცევა - დუელში ან სახმალაოდ ხომ არ გიწვევ? - ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა, „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს მიმართა.
"ბანერები არ არის მთავარი, ბანერები ხალხს არ ელაპარაკება, ხალხს კანდიდატი უნდა ესაუბროს და რისი ეშინია, რატომ გაურბის ამ დებატებს. დუელში ან სახმალაოდ ხომ არ ვიწვევ?
"თუ იმის პრეტენზია და ამბიცია აქვს, რომ ქალაქის პრობლემებს ჩემზე კარგად ხედავს და ამ ქალაქს ჩემზე უკეთ მოუვლის, დაჯდეს და ისაუბროს. სელფები, კლიპები და ბანერები კი არ არის მთავარი, ხალხმა უნდა გაიგოს, ქალაქის პრობლემებს ვინ უფრო კარგად ხედავს და ვის უფრო კარგად აქვს დანახული მათი მოგვარების გზები. კახა, უხერხულია, ეს გაქცევა დებატების შეთავაზებიდან", - განაცხადა ელისაშვილმა.