რეზონანსი
07.10.2017

 (რეზონანსი) ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ცოლისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ ორი წლის და ექვსი თვის ვადით პატიმრობა განუსაზღვრა. აღნიშნულზე ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის ივნისში, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა დ.მ.-მ ნასვამ მდგომარეობაში ქ.ზესტაფონში, საკუთარ სახლში არასრულწლოვან შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო 2017 წლის ივნისსა და ივლისში, ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს სცემა.

"დ.მ.-ს ბრალდება სსკ-ს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, 2 ეპიზოდი ) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, (ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობა) წარედგინა და სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო - 4000 ლარის ოდენობით შეეფარდა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×