რეზონანსი
09.10.2017

 (რეზონანსი) ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში 28 წლის კაცი მოკლეს. ინფორმაციას „იმედი" ავრცელებს.

ნათესავების განცხადებით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით გულ-მკერდის არეში აქვს მიაყენეს. მკვლელობა გუშინ გვიან, მსხვერპლის სახლთან მოხდა.

ოჯახის ახლობელების განცხადებით, მკვლელი მეზობელია, რომელთანაც გარდაცვლილს ბოლო ერთი წელი კონფლიქტი ჰქონდა. ამ ხნის განმავლობაში მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

შსს-სცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×