რეზონანსი
09.10.2017

 (რეზონანსი) მოქალაქეების განცხადებით, აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოს შემდეგ დედაქალაქშიც ნახეს. აღნიშნულზე ინფორმაციას „პირველი არხი" ავრცელებს.

როგორც მოქალაქეები ამბობენ, აზიურ ფაროსანას პარკებსა და საცხოვრებელ სახლებში ნახულობენ.

ერთ-ერთი მათგანის თქმით, ფაროსანამ უკბინა და ალერგიული ფონი განუვითარდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ვაკის პარკში ლაბორატორიულ სინჯებს იღებენ და კვლევის შემდეგ გაირკვევა, გავრცელდა თუ არა დასავლეთ საქართველოს შემდეგ, აზიური ფაროსანა დედაქალაქში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×