რეზონანსი
09.10.2017

 (რეზონანსი) კრიმინალის დონე საქართველოში ძალიან დაბალია, მაგრამ ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ვიდეოჯარიმების ადმინისტრირების კუთხით შსს-ს მიერ დაგეგმილ სიახლეებზე საუბრისას განაცხადა.

"უსაფრთხოების ინდექსით საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს სხვადასხვა რეიტინგებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ განვითარებაზე და ერთობლივი ოპერაციების ცენტრიც სწორედ ამას ემსახურება, რომ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხი ამაღლდეს და ჩვენც ეფექტურები ვიყოთ, როგორც რეაგირების, ასევე პრევენციის ნაწილში. კრიმინალის დონე საქართველოში ძალიან დაბალია, მაგრამ ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს", - განაცხადა მღებრიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×