რეზონანსი
09.10.2017

 (რეზონანსი) „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რადიოქალაქი თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით მუხიანში, ეს არის ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია, რომელიც დაახლოებით, 10 ჰექტარზეა გადაჭიმული და სადაც მრავალფუნქციური კომპლექსის - რადიოქალაქის პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ყველანი, სიცოცხლით სავსე ქალაქის მშენებლობაში თითო აგურს დავდებთ. მე მაქვს თითოეული თბილისელის იმედი და ჩვენ მხარდამხარ, აუცილებლად გავუმკლავდებთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც დღეს ყველაზე აქტუალურია თბილისისა და თბილისელებისთვის", - განაცხადა კალაძემ

კალაძის თქმით, ეს იქნება ადგილი მწვანე ზონებით, შემეცნებითი და საგანმანათლებლო სივრცეებით, სპორტულ-გამაჯანსღებელი ცენტრებითა და კაფე-ბარებით, სადაც ყველა თბილისელს და ყველა თაობის წარმომადგენელს კომფორტულ გარემოში დასვენების საშუალება ექნება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×