რეზონანსი
09.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტს უკან, მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს.

შეგახსნებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს სთავაზობდა, ვეტო დაედო საკონსტიტუციო ცვლილებების მხოლოდ იმ ნაწილისთვის, სადაც საუბარი იყო ბლოკების ერთჯერადად შემოღებასა და ე.წ. ბონუსების სისტემაზე.

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი მესამე მოსმენით 26 სექტემბერს, 117 ხმით მიიღო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×