ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ
გვანცა ღვედაშვილი
09.10.2017

 საქართველოს ექს-პრეზიდენტი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ყოფილი თანაგუნდელი და ახლა უკვე ოპონენტი “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა ერთმანეთს ივანიშვილის და “ოცნების” “წისქვილზე წყალს დასხმაში” ადანაშაულებენ. აღნიშნულ სცენარს გაცვეთილს უწოდებენ პოლიტოლოგები და აღნიშნავენ, რომ ყველაფერი იმდენად ნათელია, კომენტარის გაკეთებაც კი არ ღირს. 

ექს-პრეზიდენტმა "ნაციონალური მოძრაობიდან" პარტიის ყოფილი ლიდერების წასვლასა და "ევროპული საქართველოს" მიერ ივანიშვილის შეგნებულ გაძლიერებაზე კიდევ ერთხელ, "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ესაუბრა.

როგორც სააკაშვილი ამბობს, რომ მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და დასრულების შემდეგ გადადგმული ნაბიჯებით, მისი საქართველოში დაბრუნების გზა ჩაკეტეს. მისი თქმით, "ევროპული საქართველოს" წევრებმა მთავარ პრობლემად არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნება გამოაცხადეს.

„ევროპული საქართველო" არის ხალხი, რომლებმაც მიიღო შეგნებული გადაწყვეტილება გამიჯვნოდა "ნაციონალურ მოძრაობას" და ამით გააძლიერა ივანიშვილი. გინდა ასე მიუდექით და გინდა ისე მიუდექით. ეს იყო ივანიშვილის სასარგებლოდ. იცოდნენ ეს მათ, არ იცოდნენ ეს მათ, არ უნდოდათ მათ ეს. სამწუხაროდ ეს ობიექტური რეალობა გახდა. 

“მე კრაკოვეცთან რაც გავაკეთე, პოლონეთის საზღვართან, საქართველოში ეს გზა ჩაიკეტა იმ შეთანხმებებით, რომელიც მოხდა არჩევნების წინ შარშან და არჩევნების შემდეგაც. მთავარ მტრად გამოაცხადეს არა ივანიშვილი, არამედ მთავარ პრობლემად გამოაცხადეს ჩემი შესაძლო დაბრუნება. ჩემი შესაძლო დაბრუნება გამოაცხადეს მთავარ პრობლემად და არა ივანიშვილი, ეს ფაქტის“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ თავისი ყოფილი ლიდერის, ახლა უკვე პოლიტიკური ოპონენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით საპასუხო განცხადება სოციალური ქსელში გაავრცელა. 

მისი თქმით, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ოპოზციური პარტიის კრიტიკა სწორედ რომ ივანიშვილის თამაშით თამაშს გულისხმობს და აღნიშნა, რომ სააკაშვილი დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად დეგრადირდება.

"მიშა ძვირფასო, როცა არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა და სხვა ოპოზიციურ პარტიას აკრიტიკებ, ივანიშვილის თამაშს თამაშობ. როცა ოცნება ხალხს შენი დაბრუნებით, არეულობით აშინებს და ეს სამწუხაროდ მუშაობს, შენ ზღვის გადმოცურვით იმუქრები, თან იძახი პოლიცია და ჯარი ჩემს მხარესაა- ივანიშვილის თამაშს თამაშობ. როცა შენს თანაგუნდელებს ეუბნები - თქვენ თუ მოიგეთ, მე ამით რა სარგებელი მაქვსო - ივანიშვილის წისქვილზე ასხავ წყალს. რითვერგააცნობიერე, რომსაფრთხობელასროლსასრულებივანიშვილისთამაშში. 

“აღარ ვაპირებთ შენი და შენი მეგობრების წელს ქვევით პრწკენებზე ბევრი დრო დავხარჯოთ. არჩევნებია და “ოცნებას” ამ საჩუქარს არ გავუკეთებ. როცა შენი პარტიის დღევანდელი ლიდერი შენს მინისტრს (რომელთანაც ყველანაირად ვალში ხარ) ყაჩაღს უწოდებს, ჟურნლისტებს გაურბიხარ - საქართველო მე არ მეხებაო. ახლა არჩევნების წინ ორღობესავით ჭორაობ ქართულ პოლიტიკაზე და პარტიებზე - გაუცნობიერებლად ივანიშვილის უკეთებ საქმეს. ჩამოყალიბდი, რა გინდა. გულწრფელად მძიმე საყურებელიაშენიესასტრონომიულიდეგრადაცია.

პ.ს. ალბათ ცოტა ხანში წასვლასაც ჩვენ დაგვაბრალებ...”,- წერს სოციალურ ქსელში გიგი უგულავა.

როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, უგულავას ციხიდან გათავისუფლება ბევრ აზრს აჩენს. მისივე თქმით, ფაქტია, რომ იგი “ოცნებისგან” დავალებულია და ახლა ხარკს იხდის მის წინაშე, თუმცა სცენარი იმდენად ბანალურია, რომ ამაზე კომნეტარის გაკეთებაც კი არასერიოზულია.

“ყველასთვის ცხადია, რამხელა ყურები აქვს ამოშვერილი მთელ იმ პროცესს, რასაც უგულევას უცებ განთავისუფლება ჰქვია. რატომ გაანთავისუფლეს უგულავა და არა სხვები, ვინმეს მასზე მეტი დანაშუალი აქვს ჩადენილი?! – ცხადია, აქ უკვე პიროვნული და პოლიტიკური ფაქტორია, რაც საარჩევნო პროცესსაც უკავშირდება.

“უგულავას გამოსახულებით ბილბორდები მთელ ქალაქშია გაკრული ბაქრაძესთან ერთად. მას ადრე “ნაციონალური მოძრაობის” ახალი განაყოფის ერთ-ერთ ლიდერად ასახელებდნენ, ახლა უკვე ლიდერად ასახელებენ, ე.ი. ბაქრაძე აღარ არის ლიდერი და უგულავა ერპიროვნულიმმართველია. ესყველაფერიიმდენადაშკარადაცხადიაყველასთვის, რომ ამაზე კომენტარიცდროისკარგვაა.

“უგულავას “ოცნების” წინაშე ვალი აქვს განთვისუფლებისთვის და იგი ამისთვის ხარკს იხდის. აქ არაფერი ახალი არ არის. უგულავა არც პირველია ამ სცენარში და არც უკანასკნელი იქნება. მოხდება ის, რომ უგულავა დაკარგავს მოკავშირეებს “ნაციონალური” პარტიის მხარდამჭერებთან. ამასთან ის, ვერც “ოცნების” წრეებში იქნება შინაური ვერასდროს და ვეღარც სააკაშვილის მომხრეებში.”, - აცხადებს პოლიტოლოგი და აღნიშნავს, რომ უგულავა არ არის ის ადამიანი, რომელიცოცნების ან ნაციონალებისთანაწორპარტიასშექმნიდა. 

რაც შეეხება მის პოლიტიკურ შანსებს, ექსპერტის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში ის მოახერხებს, რომ საკრებულოში რამდნეიმე კაცი შეიყვანოს, ხოლო მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ამის შანსი აღარ ექნება.  

“უგულავამ შექმნა დამოუკიდებული პოლიტიკური ძალა, რომელიც თანაბრად გაუსწორდება “ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას”, თუმცა ის არ არის პიროვნება, რომელიც ასეთ ძალას დამოუკიდბელად შექმის. ამისთვის ყველაფერს რომ თავი დავანებოთ  მას რესურსი არ გააჩნია. ამიტომ იქნება ისე როგორც ახლაა. შესაძლა რამდენიმე კაცი თბილისის საკრებულოში გაიყვანოს, რამდენიმეც რეგიონშიც, თუმცა, საპარლამენტო არჩევნებში უკვე საეჭვოა, რომ პარლამენტში უგულავასფრთაიყოსწარმოდგენილი”, - განაცხადა “რეზონანსთან” საუბრისასპოლიტოლოგმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×