რეზონანსი
09.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო.

ვეტო სულ ექვსს საკითხს შეეხება, რომელთაგან პრეზიდენტის განცხადებით ხუთი მათგანი "ქართული ოცნების" საკითხებია, რომელიც მმართველმა გუნდმა ჩასასწორებლად ვენეციის კომისიისგან ვალდებულებით აიღო.

„დღეს მე საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციასთან მიმართებაში მოტივირებულ შენიშვნებს გადავაგზავნი. მოტივირებული შენიშვნები ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებულად დაიწერა.

"მოტივირებულ შენიშვნებში პირველი ოთხი საკითხი თავიდან ბოლომდე მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" საკითხებია. ის საკითხები, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ვალდებულებით აიღო ჩასასწორებლად ვენეციის კომისიასთან. ეს ოთხი საკითხი მოტივირებულ შენიშვნებში უცვლელად გადმოდის. ეს არის ბონუსის, ბლოკების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები. მეხუთე საკითხიც "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის. ეს საკითხია, რომელსაც საზოგადოებას ვესაუბრობოდით, თუნდაც საკონსტიტუციო განხილვების დროს, იმ პერიოდში, როდესაც გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გვესაუბრა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. ეს არის 2020 წელს პროპორციული არჩევნების დანიშვნის საკითხი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც პრეზიდენტი ვეტოს ადებს, პრეზიდენტის არჩევის წესია.

26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×