რეზონანსი
09.10.2017

 (რეზონანსი) ოკუპირებულ აფხაზეთში აზიურმა ფაროსანამ სოფლის მეურნეობას სერიოზული ზიანი მიაყენა. მწერები საცხოვრებელ სახლებს შეესია. ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით „პირველი არხი" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა ოკუპირებული გალის რაიონშია. დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ სოციალური ქსელით მოსახლეობას მოუწოდა, რომ მავნებელი მწერი ხელით გაანადგურონ.

„მათ წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალება მსოფლიოში არ არსებობს. ქიმიურმა საშუალებებმა მინიმალური შედეგი მოიტანა. ახლა აზიური ფაროსანა იძინებს და ამიტომ მავნებელი მწერები მასიურად იჭრებიან სახლებში, სხვენებში. აუცილებელია მათი ხელით ან მტვერსასრუტით შეგროვება და განადგურება. საჭიროა მოხალისეების მობილიზება და ამ პროცესში უფროსკლასელების ჩართვაც", - წერს ნადარაია.

მისი განმარტებით, ოკუპირებული გალის რაიონში ივნისსა და ივლისში 2-ჯერ შეიწამლა 4 ათასს ჰა -ზე გაშენებული თხილის პლანტაციები და სიმინდის ყანები.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიასთან დაკავშირებით დღეს „საგანგებო სხდომის" გამართვასაც გეგმავს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×