რეზონანსი
09.10.2017

 (რეზონანსი) ჩვენ მეტ საკითხზე ვიყავით ვეტოს მომხრე, მაგრამ კარგია, რომ ამ საკითხებს მაინც დაადო პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვეტო, ეს ვეტო გამოხატავს სრულ კონსენსუსს სრული ოპოზიციური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, არ აქვს იმედი, რომ "ქართული ოცნება" პრეზიდენტის შენიშვნებს გაითვალისწინებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი იმედის საფუძველი, რომ საღ აზრს გამოიჩენს "ოცნების" გუნდი, ივანიშვილის გუნდი, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ მაინც უნდა მოვუწოდოთ, რომ ნუ აღმოჩნდებიან მთელი პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების, საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის საპირისპირო მხარეს.

„შეგახსენებთ, რომ ეს ის გუნდია, რომელმაც უარი თქვა " ევროპული საქართველოს" ინიციატივაზე, რომ ყველა ამ სადავო საკითხზე ხალხისთვის აზრი ეკითხათ. უგულვებელყო საერთაშორისო საზოგადოების რჩევები, სამოქალაქო საზოგადოების, ყველას პოზიცია, საკუთარი პარტიული და მათი არაფორმალური ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესის გარდა. ეს მძიმე დარტყმაა ქვეყნისთვის. ეს ვერ გადაარჩენს მათ საბოლოო ჯამში, პოლიტიკურად, მაგრამ მძიმე დარტყმას აყენებს ქვეყანას, ამიტომ ერთხელაც აქვთ შანსი, რომ ეს მძიმე შეცდომა არ დაუშვან და ჩვენს ქვეყანას ზიანი არ მიაყენონ. ვნახოთ, რა იქნება სხდომაზე. ჩვენი პოზიცია ნათელია, პრეზიდენტის ვეტოს ჩვენ მხარს დავუჭერთ", - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×