რეზონანსი
10.10.2017

 (რეზონანსი) "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი საკრებულოს შენობაში საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა არ შეუშვეს.

რატიანის განცხადებით, შენობაში არ შეშვების მიზეზები მას ვერ განუმარტეს.

დღეს თბილისის საკრებულოში სხდომა გაიმართება. განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთი თემა თაბორის მთის და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიების გასხვისება იქნება.

საკრებულოს თავჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, დღევანდელ საკრებულოს სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, საკრებულოს თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×