(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ექვს პუნქტიანი მოტივირებული შენიშვნები უკვე გაუგზავნა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მოტივირებული შენიშვნებიდან პირველი ოთხი, ბონუსის, ბლოკების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხი, თავიდან ბოლომდე მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის.
მისივე თქმით, მეხუთე საკითხიც ასევე "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის, ეს 2020 წელს პროპორციული არჩევნების დანიშვნის საკითხია.
მარგველაშვილის განცხადებით, მეექვსე საკითხი, რომელზეც ვეტო იქნა დადებული, პრეზიდენტის არჩევის წესს ეხება.
შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. გუშინ კი პრეზიდეტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო.