რეზონანსი
10.10.2017

 (რეზონანსი) დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, გრიპის ვირუსთან საბრძოლველად, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული აცრები უკვე დაიწყო და მიმდინარე თვეში დასრულდება. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

იმნაძეს ინფორმაციით, სახელმწიფომ განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის 27 000 დოზა ვაქცინა შეიძინა.

„სახელმწიფო პროგრამით აცრები უკვე დაწყებულია და საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. დაახლოებით 27 000 ადამიანს, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ვინც არის, სახელმწიფო უფასოდ აცრის. ასევე ვიცით, რომ კერძოს სექტორში არის გრიპის ვაქცინებიც, დანარჩენ მსურველ პირებს შეუძლიათ, რომ იქ მივიდნენ და აიცრან. გრიპის საწინააღმდეგო აცრები ოქტომბრის თვეში დარსულდება", - განაცხადა იმნაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×