რეზონანსი
10.10.2017

 (რეზონანსი) „თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ ქუთაისში, საფიჩხიაზე გარევაჭრობა გააპროტესტა.

წულაიამ საფიჩხიაზე, 26 მაისის ქუჩაზე არსებული ბაზრობის გაუქმება გააპროტესტა.

მისი თქმით, ქალაქის ხელისუფლება გარემოვაჭრეთა პრობლემის მოგვარების ნაცვლად, მათი რაოდენობის ზრდაზე ზრუნავს.

"საფიჩხიაზე მუნიციპალიტეტის შენობის გვერდით იყო მცირე ბაზარი, სადაც მოქალაქეები პროდუქტს შედარებით მოწესრიგებულ გარემოში ყიდულობდნენ. იქ მოვაჭრეები იძულებული გახდნენ სიცივეში, წვიმაში, სიცხეში დადგენ და პროდუქტი გაყიდონ, რომელიც არაჰიგიენურ პირობებში იყიდება.

„ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ გარევაჭრობა აიკრძალოს და მოვაჭრეებს მიეცეთ საშუალება გადახურულ ჯიხურებში ივაჭრონ და არა ძირს დაყრილი პროდუქტი გაყიდონ. მოვუწოდებ მერიას, დროულად გააკეთონ რეაგირება, თუ არა პირობას ვდებ მერიის წინ გარევაჭრობას გავმართავ",-განაცხადა წულაიამ.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ბაზარი, რომელიც დაიხურა კერძო მესაკუთრის იყო და ისინი კერძო ობიექტის საქმიანობაში ვერ ჩაერევიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×