რეზონანსი
10.10.2017

 (რეზონანსი) თბილისის საკრებულოსთან სიტოაცია დაიძაბა. „ნაციონალური მოძრაობის" წევრები საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობენ, თუმცა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მათ ამის უფლებას არ აძლევენ.

"არ გრცხვენიათ? კონსტიტუციას არღვევთ. დეპუტატს დაუბრკოლებელი შესვლის უფლება აქვს",- მიმართა ბოკუჩავამ პოლიციას.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, საკრებულოს გადაწყვეტილებით, დღევანდელ სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები.

დღეს თბილისის საკრებულოში სხდომა გაიმართება. განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთი თემა თაბორის მთის და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიების გასხვისება იქნება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×