რეზონანსი
10.10.2017

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკრებულოს წინ მიმდინარე აქციაზე, ორი პირია დაკავებულია.

უწყების ცნობით, ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული სამი პირია.

აქცია ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება საპატრულო პოლიციას და ოპოზიციის წევრებს შორის რამდენჯერმე მოხდა.

თბილისის საკრებულოსთან ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკრებულოს შენობაში სცადეს შესვლა, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×