რეზონანსი
10.10.2017

 (რეზონანსი) „ამ შენობის წინ გარდაიცვალა ქართული სახელმწიფო, გარდაიცვალა კანონი ამ ქვეყანაში" - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა თბილისის საკრებულოსთან განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, მან ადგილზე მობილიზებულ პოლიციის თანამშრომლებს დეპუტატის საშვი აჩვენა და შესვლა მოითხოვა, თუმცა ის საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს.

„მივმართე პოლიციის თანამშრომლებს, ჩემი მანდატი ვაჩვენე, ავუხსენი მათ, რომ კანონი მაძლევს ამის უფლებას, შევიდე ამ შენობაში, თუმცა, მათ პასუხიც კი არ გაგვცეს, რის საფუძველზე გვეუბნებიან უარს, რომ შევიდეთ შენობაში," - განაცხადა სამადაშვილმა.

თბილისის საკრებულოსთან სიცოაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ნაციონალური მოძაობის" წევრებმა შენობაში შესვლა სცადეს. მათ ამის უფლება პოლიციელებმა არ მისცეს.

შსს-ს ინფორმაციით ორი ადამიანია დაკავებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×