რეზონანსი
10.10.2017

 (რეზონანსი) საკრებულოსთან აქციაზე დაკავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კოტე იოსელიანი თბილისის სამმართველოში იმყოფება.

როგორც იოსელიანმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, აქციაზე პოლიციის მხრიდან მისი მეუღლის, დეპუტატ თინა ბოკუჩავას მიმართ "ძალიან უხეში დამოკიდებულება იყო" და ის თავის მეუღლეს გამოესარჩლა.

„ახლა ვარ ქალაქის სამმართველოში, დიღომში, არ ვიცი რას მედავებიან, აქციაზე წრე დამარტყეს და ჭიდაობის შემდეგ ჩამსვეს მანქანაში. ჯერ თაბუკაშვილზე მდებარე პოლიციის შენობაშიგ ადამიყვანეს, ახლა მთავარ სამმართველოში მოვედით. არ ვიცი რას მედავებიან, ალბათ იმას, რაც ხდებოდა ქალაქის საკრებულოს წინ, როდესაც დეპუტატებს საკრებულოს შენობაში არ უშვებდნენ.

„პოლიციამ დაიწყო ძალადობა, მოქალაქეების წინაშე, კერძოდ ჩვენი პარლამენტის წევრის წინააღმდეგ, რომელსაც კანონიერი უფლება აქვს ნებისმიერ ადმინისტრაციულ დაწესებულებაში შევიდეს. ამ ძალადობის დროს იყო ძალიან უხეში დამოკიდებულება თინა ბოკუჩავას მიმართ, რომელიც არის ჩემი მეუღლე და რა თქმა უნდა გამოვესარჩლე და ვცდილობდი, რომ მისგან პოლიციელები მომეშორებინა და ალბათ ამ ფაქტმა გაანაწყენათ," - განაცხადა იოსელიანმა.

მას სხვა დაკავებულებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

შსს-ს ინფორმაციით, საკრებულოსთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე ორი პირი დააკავეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×