რეზონანსი
10.10.2017

 (რეზონანსი) ახმეტიდან გაუჩინარებული 86 წლის ქალი ოლია კაცელაშვილი ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა ცოტა ხნის წინ იპოვეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ქალს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში მიაკვლიეს. უწყების განმარტებით, კაცელაშვილი თავს კარგად გრძნობს და სამართალდამცავებმა ოჯახში უკვე დააბრუნეს.

მოხუცი საცხოვრებელი სახლიდან 5 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×