რეზონანსი
10.10.2017

 (რეზონანსი) დედაქალაქის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

სხდომაზე, საკრებულოს შენობის გარეთ განვითარებული მოვლენების განხილვას უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები დღის წესრიგიდან მეხუთე და მეექვსე საკითხების ამოღებასაც ითხოვდნენ, რომლებიც პუშკინის სკვერის მიმდებარედ, 1 9000 კვ. მეტრი ნაკვეთის და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის ერთ ლარად გასხვისებას ეხება, თუმცა საკრებულომ ოპოზიციის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×